ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (ზსმფ)
2022 წელს ფაკულტეტმა აღადგინა თსუ-ში მოქმედი მრავალწლიანი ტრადიცია ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებებით არსებული სკოლებისა (მაგ. ფიზ.- მათ. სკოლა, ნორჩ ტექნიკოსთა სკოლა, ნორჩ ქიმიკოსთა სკოლა და ა.შ.), რომლებიც ემსახურებოდნენ საშუალო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისათვის ცოდნის შეძენასა და გაღრმავებას აღნიშნული მიმართულებებით და 2022 წლის 9 სექტემბერს ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა „ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სკოლა“ (შემდგომში „ზსმ სკოლა“); ზსმ სკოლის ფუნქციონირება ხორციელდება შემდეგი მამიმართულებებით: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და ქიმია.
ზსმ სკოლის მიზანია დისციპლინებში: ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია და ქიმია საშუალო სკოლის მოსწავლეებში ინტერესის გაღვივება-გაღრმავება, ცოდნის შეძენა და განვითარება,
თანამედროვე დარგობრივი სტანდარტის აზროვნებითი კულტურისა და ჩვევების გამომუშავება, თსუ-ში მოქმედ თანამედროვე სამეცნიერო კვლევით ჯგუფებთან და წამყვან აკადემიურ ცენტრებთან გაცნობა-დაახლოება და შეძლებისდაგვარად დაკავშირება. სკოლა მოსწავლეებს შეუწყობს ხელს მომავალში გახდნენ დაინტერესებული და მოტივირებული არჩევანის მქონე სტუდენტები და შემდგომში თავისი საქმის პროფესიონალები.
ზსმ სკოლა ფუნქციონირებს თსუ-ს მეორე კორპუსში განთავსებულ აუდიტორიებში; გამოიყენება ფაკულტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. მეცადინეობებს ატარებენ ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, ლაბორატორიების წამყვანი სპეციალისტები და თსუ- ს სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისა და ცენტრების გამოცდილი მკვლევარები, რომლებიც საქართველოში აღნიშნულ დარგებში ტრადიციების გამგრძელებლები / განმავითარებლები არიან და/ან ახალი მიმართულებების დამფუძნებლებად ითვლებიან. სკოლას უკვე ჰყავს კურსდამთავრებულები, მათგან წარმატებულებს გადაეცათ დამადასტურებელი სერთიფიკატები.
ზსმ სკოლაში სწავლა უფასოა.
ზსმ სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვისა და სწავლების პროცესის დეტალები:
თითოეული მიმართულებით შედგება თითო სასწავლო ჯგუფი (მაქსიმუმ 25 მოსწავლის შემადგენლობით) სკოლის X-XII კლასებიდან.
შერჩევა მოხდება გასაუბრების გზით, 2025 წლის 27 სექტემბერს 14.00-ზე შესარჩევი კომისიის მიერ საგნების მიხედვით თსუ მეორე კორპუსში (მეორე სართულზე ძირითადი შემოსასვლელიდან ხელმარცხნივ: ფიზიკა-223 აუდ, მათემატიკა-216 აუდ, ბიოლოგია-219 აუდ, ქიმია-208 აუდ)
• სწავლება დაიწყება 2025 წლის ოქტომბერში.
• სწავლების პროგრამაში გათვალისწინებულია როგორც სასკოლო მასალა, ასევე აღნიშნული დარგების თანამედროვე მიღწევები.
• კვირაში თითოეულ საგანში იქნება 3 საათიანი სწავლება, რომელიც მოიცავს როგორც
თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მეცადინეობებს.
• თითოეულ საგანში ჩატარდება კვირაში 2 მეცადინეობა 1.5 საათის ხანგრძლივობით წინასწარ გაწერილი ცხრილის მიხედვით.
• საკლასო მეცადინეობები ჩატარდება დღის 17.00-საათიდან 20.00-საათამდე, დღეში 2
საგნის შეთავაზებით.
• თითოეულ მოსწავლეს დაინტერესების შემთხვევაში ექნება ერთ ან რამდენიმე საგანზე
სწავლის შესაძლებლობა, ცხრილი ამას გაითვალისწინებს.
• მეცადინეობები ჩატარდება ინტერაქტიული მეთოდით; სწავლებისას განხორციელდება გამოკითხვები და ცოდნის შემოწმება წინასწარი გაწერილი
სიხშირით.
• სისტემატური გაცდენის ან დავალებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსწავლე გაირიცხება სკოლიდან.
• ცოდნის შემოწმების დადებითი შედეგების შემთხვევაში სკოლაში სწავლის ბოლოს გაიცემა შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი.
• სკოლას ექნება გამოყოფილი პორტალი ფაკულტეტის ელექტრონული სწავლების ვებ-
გვერდზე მასალების განსათავსებლად.
ზსმ სკოლის საკონტაქტო პირები:
ფიზიკა: პროფ. ნანა შათაშვილი, ფიზიკის დეპარტამენტის ასტროფიზიკის კათედრის გამგე, e-mail: nana.shatashvili@tsu.ge
მათემატიკა: პროფ. ომარ ფურთუხია, მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail: omar.purtukhia@tsu.ge
ბიოლოგია: პროფ. დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, e-mail:diana.dzidziguri@tsu.ge
ქიმია: ასოც. პროფ. მარინა რუხაძე, ქიმიის დეპარტამენტის ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრა e-mail: marina.rukhadze@tsu.ge